ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მედიაკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
27/05/2014

მედია ანონსი

27 მაისი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა დუნდუა,
კომუნიკაციის მენეჯერი
599248222
diana@cida.ge

მედიაკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება


28 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" შედგება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა"-ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

მედიატურის მიზანი იყო, რეგიონებში აღმოჩენილი პრობლემების იდენტიფიკაცია და ფართო მოსახლეობისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.

მედიატურში მონწილეობა 20-მდე ჟურნალისტმა მიიღო, მათ 1-2 და 6-7-8 მაისის განმავლობაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონები მოიარეს და მედია მასალები მოამზადეს.

ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ გაცნობოდნენ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოეკითხათ რესპოდენტები.

მედიატურის შედეგად სულ 70-მდე მასალა მომზადდა, საუკეთესო ნამუშევრის ავტორები კი დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით და სიგელით. (I ადგილი - 800 ლარი; II ადგილი - 500 ლარი; III ადგილი - 250 ლარი).

მედიატური დაიგეგმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მხარდაჭრით.

„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანება. ქსელის მიზანია ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმის ჩამოყალიბება, საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა".ქსელის საქმიანობახორციელდება „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მხარდაჭერით.

წაკითხულია: 3076