ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მემორანდუმი კამპანიის „გაზარდე მოსავლიანობა და მიიღე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი
09/05/2016

მედია ანონსი

 

9 მაისი, 2016

დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

 

რადიო „ჰერეთი" და „საფერავი ტვ" 12 მაისს მემორანდუმს გააფორმებენ კამპანიის „გაზარდე მოსავლიანობა და მიიღე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი"-ის ფარგლებში

 

12 მაისს, 1 საათზე, კახეთში,ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, სასტუმრო „ვილა დანკე"-ში „აგროცენტრი"-ის ორგანიზებით, რადიო „ჰერეთი" და „საფერავი ტვ"-ი მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის მიზანია კამპანიის „გაზარდე მოსავლიანობა და მიიღე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი"-ის მხარდაჭერა, რათა საზოგადოებას გააცნონ სოფლის მეურნეობაში, მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ტექნოლოგიები და პროდუქტები.

 

ღონისძიებას დაესწრებიან „აგროცენტრის" მარცვლოვანი კულტურების მთავარი სპეციალისტი რეზო ქოქიაშვილი და ადგილობრივი ფერმერები. ღონისძიებას წარმართავს კომპანია „საფერავი ტვ"-ის ხელმძღვანელი დიმიტრი კოსტაროვი და რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე. 

კამპანიის სტრატეგია ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას და განათლებას, რადიოსა და ტელეკომანიის, ახალი მედიის ჩართულობით და ფაბლისითის გამოყენებით.

 

ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანებისთვის, გაიმართება ტური წარმატებულ ფერმერთან, სადაც მოხდება მოკლე ფილმის ჩვენება „აგროცენტრის" მიერ განხორციელებულ პროექტებზე და შედეგების ანალიზი.

მხარეები უზრუნველყოფენ ხელი შეუწყონ დამწყებ და არსებულ ფერმერებს, რათა ბიზნესი აწარმოონ სწორი და სასარგებლო ინფორმაციის ქვეშ. განათლება და დროული ინფორმირება ეს ის მთავარი კომპონენტია, რაც გეგმის სწორად დასახვაში და კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარებათ ფერმერებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ირაკლი ღადუაშვილი

551 50 40 50

წაკითხულია: 5794