ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი
28/05/2013

მედია ანონსი

28 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 

საკონტაქტო ინფორმაცია:   
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
Tel.: +995 32 2727224
+995 577 293979

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი

28 მაისი,2013 . თბილისი, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. დასაწყისი 11:00 სთ. ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში ჩართულ სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.

ურთიერთგაგების მერმორანდუმის ხელი მოეწერება საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძის; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძის; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ქაწაშვილის; „გადავარჩინოთ ბავშვები" -ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის, ნათია დეისაძის; და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი"-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ბერნდ ილგის მიერ.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „კატასტროფების რისკის შემცირება (DDR) საქართველოს საბავშვო ბაღებსა და ინსტიტუციებში" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „გადავარჩინოთ ბავშვები" „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან" (შემდგომშო
"ASB") თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (ECHO) მიერ "კატასტროფის რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში" პროგრამის
(DIPECHO II ფაზა) ფარგლებში.

მემორანდუმი ნათლად განსაზღვრავს თითოეული მხარის ფუნქციებსა და ვალდებულებებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სკოლამდელი განათლების სფეროში „კატასტროფების რისკის შემცირების" დანერგვის მხარდასაჭერად. ასევე ასახავს, თანამშრომლობას პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის საკითხებში, 
სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას, ცოდნის მართვასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია



 

წაკითხულია: 2364