მედია ანონსი
4 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
მეტი ქალი პოლიტიკაში
2015 წლის 6 მარტს, 19:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობების ფასადებს გაანათებს პროექციები არჩევით ორგანოებში გენდერული კვოტების თემაზე.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე განათდება მწვანედ, ხოლო პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობები - ყვითლად. ეს ფერები სიმბოლურად დაანახებს საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს დამოკიდებულებას გენდერული კვოტებისა და სახელმწიფოს მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის მიმართ.
პროექციებში ასევე გამოყენებული იქნება სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს პარლამენტისა და თვითმართველობის ორგანოებში ქალთა მონაწილეობის შესახებ 1992 წლიდან დღემდე.
საინფორმაციო აქციის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.
საინფორმაციო აქცია გაიმართება 2015 წლის გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომლის წლევანდელი სლოგანია „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება".
საკონტაქტო ინფორმაცია:
• მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველოში, +995 598 822 544, Magdalena.Nowakowska@undp.org
• სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, Sophie.Tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
• ელდარ პირმისაშვილი, eldarpr@gmail.com, +995 558 445566
გენდერული თანასწორობა საქართველოს პოლიტიკაში:
2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 18 ქალია წარმოდგენილი, რაც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 12%-ს შეადგენს. პარლამნეტში ქალთას რაოდენობის მიხედვით საქართველოს 122 ადგილს იკავებს 189 ქვეყანას შორის. ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა რაოდეობა 11.6%-ია.
გენდერული კვოტები:
ქალთა კვოტების სისტემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია არჩევით ორგანოებში გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად. გენდერული კვოტა - სპეციალური დროებითი ზომაა. მისი შემოღებით პოლიტიკური პარტიები იღებენ ვალდებულებას შეიყვანონ პარტიულ სიებში ქალების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა.