ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მთავრობის წევრთა ხელფასების, პრემიებისა და საკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება
16/12/2010


მედია ანონსი

16 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ტელ: +995 32 25 04 63 (Ext: 108)
მობ: +995 95 221 999
Skype: Anuka_toklikishvili
www.osgf.ge

მთავრობის წევრთა ხელფასების, პრემიებისა და საკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება

[PUBLICITY.GE] თბილისი,  16 დეკემბერი, 2010 წელი - 16 დეკემბერს, 12 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" ფარგლებში შექმნილი ახალი ვებ-გვერდის www.opendata.ge პრეზენტაცია.

ვებ-გვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტები და სარეზერვო ფონდები. ასევე ცნობილი გახდება მთავრობის წარმომადგენლების საკომუნიკაციო და საწვავზე დახარჯული ხარჯების ოდენობა და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. პრეზენტაციაზე დასახელდება ყველაზე გამჭირვალე და დახურული სამინისტრო.

ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ეყრდნობა მხოლოდ თავად სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას. მომავალში ვებ-გვერდზე ინფორმაციის მოძიების წყარო, გარდა ოფიციალური სტრუქტურებისა, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნებიან.

ვებ-გვერდი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სამინისტროების და პარლამენტის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
პრეს რელიზის ინგლისური და ქართული ვერსიები თანდართულია.

 

წაკითხულია: 2500