ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მთაწმინდის პარკში სოციალური მედიის დღე გაიმართება
30/06/2010

მედია ანონსი

30 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
მარი ტალახაძე
PR მენეჯერი
+ 995 98 15 23 17
mari@singular.ge
http://smday.singular.ge

მთაწმინდის პარკში სოციალური მედიის დღე გაიმართება


[Publicity.ge] თბილისი, 30 ივნისი, 2010
- მსოფლიოში პირველად „სოციალური მედიის დღე" ტარდება. აღნიშნული ღონისძიება 30 ივნისს, საღამოს 6 საათზე, მთაწმინდის პარკის ამფითეატრში სინგულარ ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება.

„სოციალური მედიის დღის" აღნიშვნის იდეა გაჩნდა სოციალური მედიის საერთაშორისო პორტალზე - Mასჰაბლე.ცომ - რომელსაც შეუერთდა 566 ქალაქი და 9000-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ღონისძიებას ქართული სოციალური მედიის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

თბილისი დაინტერესებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით ტოპ-40 ქალაქში შევიდა და დამსახურებულად მოინიშნა Mასჰაბლე-ის სოციალური მედიის რუკაზე. „სოციალური მედიის დღეზე" დასწრება თავისუფალია.
სოციალური მედიის დღის მთავარი მიზანია:

  ერთად შეკრიბოს სოციალურ მედიაში აქტიური ადამიანები;
  იზეიმოს მედიის გარდაქმნა და ჩამოყალიბება საერთაშორისო დიალოგის ინსტრუმენტად;
  პოპულარიზაცია გაუწიოს მსოფლიო სოციალური მედიის ტენდენციებს;
  წვლილი შეიტანოს ქართულ და უცხოურ მედია საშუალებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებაში.

ღონისძიება გაიხსნება Mashable.com-ის აღმასრულებელი დირექტორის, Pეტე ჩასჰმორე-ის ექსკლუზიური ვიდეო მისალმებით, რომელშიც განხილულია „სოციალური მედიის დღის" მნიშვნელობა და მიზნები. ვიდეო ჩანაწერი მხოლოდ ორგანიზატორებისთვის გახდა ხელმისაწვდომი ღონისძიებამდე რამოდენიმე დღით ადრე.

დაგეგმილია ხუთი განსხვავებული პრეზენტაციის ჩატარება:
   7:30 - "ადრეული სოციალური ქსელები"
   8:00 - "დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!"
   8:30 - "კორპორატიული ბლოგინგი"
   9:00 - "რატომ ტვიტერი?"
   9:30 - "მედია ბანკის პრეზენტაცია"

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს SMday.singular.ge.

###
 
ინფორმაცია რედაქტორებისათვის:

სინგულარ ჯგუფი დაარსდა 2009 წლის დეკემბერში.

კომპანია მოღვაწეობს სანფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და ახორციელებს მობილური და ინტერნეტ სერვისების დეველოპმენტს.

სინგულარ ჯგუფი ეძებს საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის ისეთ ორიგინალურ გზებს, რომლებიც მომხმარებლებს დაძაბულ, ერთფეროვან და მოსაწყენ ცხოვრებას გაულამაზებს, ხოლო საქართველოში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

წაკითხულია: 3633