ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მომავალი მასწავლებლის წარმატების ისტორია
15/12/2021

თიკა ბუცხრიკიძე საოცნებო უმაღლეს სასწავლებელში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის პროფესიას ეუფლება. იგი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სტუდენტია. პროგრამაზე სწავლის ფარგლებში კი სხვა წარმატებებთან ერთად მან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიაც მოიპოვა.


მასწავლებლობა თიკას ბავშვობის ოცნება სულაც არ ყოფილა. ეს სურვილი მას უფრო მაღალ კლასებში ჩამოუყალიბდა. მას შემდეგ, რაც უფრო ინტენსიურად დაიწყო ფიქრი საკუთარ მომავალ კარიერაზე და გააცნობიერა, რომ ისეთი სფერო უნდა აერჩია, სადაც თავს კარგად და კომფორტულად იგრძნობდა. აღნიშნულ არჩევანში თიკა დედისა და ბებიის როლზეც მიუთითებს:


,,ჩემს ამჟამინდელ პროფესიულ არჩევანში დიდი როლი მიუძღვის დედას და ბებიას, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო, ის მეუბნებოდა: „გიყვარდეს ბავშვები, თუ გინდა, რომ მათაც უყვარდე, ასწავლო და ისწავლონ შენგან“. 


მთავარი ფაქტორი კი, რამაც გოგონას მასწავლებლობა გადააწყვეტინა, ბავშვების სიყვარული და მათთან ხშირი ურთიერთობის სურვილი აღმოჩნდა:  ,,ვფიქრობ, იმისთვის რომ იყო კარგი მასწავლებელი აუცილებლია გიყვარდეს ბავშვები და სიამოვნებას განიჭებდეს მათთან კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც გავეცანი დაწყებითი განათლების ინტეგრირებულ პროგრამას და მის პრიორიტეტებს, გავიაზრე მისი პრაქტიკულ გამოყენება ცხოვრებაში, ეს სურვილი კიდევ უფრო გამიღრმავდა, რამაც შემდგომში გადამაწყვეტინა, ამერჩია ეს პროფესია.


თიკა სამცხე-ჯავახეთიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მას სახლიდან საკმაოდ შორს მოუწევდა გადასვლა, ამ არჩევანს საერთოდ არ ნანობს, რადგან უნივერსიტეტმა იმედები ნამდვილად გაუმართლა:  ,,აქ დამხვდნენ პროფესიონალიზმით და საკუთარი საქმის სიყვარულით სავსე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც დიდი როლი მიუძღვით ჩემს მომდევნო წარმატებაში. ვფიქრობ, სწორ ადგილას მოვხვდი და ამ გარემოთი ძალიან კმაყოფილი ვარ“.


20 წლის სტიპენდიანტმა გოგონამ უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. ასპინძის რაიონის სოფ. ოშორის საჯარო სკოლაში სწავლისას სასკოლო საგანმანათლებლო აქტივობებში მიღწეულ წარმატებათა შორის განსაკუთრებით გამოარჩევს კონკურსს, რომლის ფარგლებშიც მან ,,საუკეთესო კალიგრაფის“ ჯილდო მოიპოვა:


,,შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეგიონალურ კონკურსში „საუკეთესო კალიგრაფია“ პირველი ადგილი დავიკავე, ამის შემდგომ მქონდა შემოთავაზება „ვეფხისტყაოსანი“ ხელით გადამეწერა. ჩემი აზრით, წერის კულტურაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მასწავლებლის პროფესიაში.


მომავალი მასწავლებელი თავისუფალ დროსაც თვითგანვითარებას უთმობს. მას ძალიან უყვარს სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებზე დასწრება. განსაკუთრებით კი გამოარჩევს ისეთ შეხვედრებს, რომლებიც მას პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება, რადგანაც აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში მუდმივად განვითარება:


,,ჩემი არჩევანი, ვფიქრობ, პირდაპირ გულისხმობს მუდმივ განვითარებას, სიახლეებ მიღების სურვილს, მოტივაციისა და სტიმულ ქონას და რაც მთავარია, სვლას წარმატებისკენ. ამ გზაზე კი გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია კიდევ  ერთი მოტივატორი აღმოჩნდა ჩემთვის. მსგავსი წამახალისებელი სტიპენდიები სწორედ იმას მოწმობენ, თუ  რაოდენ დაფასებულია დღეს მასწავლებლის პროფესია. ამისთვის კი დიდ მადლობას ვუხდი ფონდის თითოეულ წარმომადგენელს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს”.


მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა  გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული  პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას გამოყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს.


 

წაკითხულია: 3098
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge