ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები იწყება
18/06/2010

მედია ანონსი

18 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვი


საკონტაქტო პირი:
ნათია ვასაძე
+995 32) 273 100
(+995 93) 50 90 07
(+995 77) 285272
vasadzena_press@yahoo.com
   
 
 


მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები იწყება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ივნისი, 2010 - 19 ივნისს, 9 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის შენობაში (მის: გუდიაშვილის ქ. #7),  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპს (ტესტურ გამოცდას). 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 251 -მა მსურველმა შემოიტანა. აქედან, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 127 გამოსაცდელი დარეგისტრირდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით  101   და საერთო სპეციალიზაციით 23.

საგამოცდო კრებული მოსამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით 100 ტესტს შეიცავს. მეორე ეტაპზე გასასვლელად გამოსაცდელმა პირმა 75 ტესტს სწორი პასუხი უნდა გასცეს.მეორე ეტაპი მოიცავს წერით გამოცდას,რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენებლობის მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. 

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა)  ჩატარდება  2010  წლის  26 ივნისს. 

წაკითხულია: 2834