მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ახალი შედეგების პრეზენტაცია
18/11/2016
ვინ?: ქ-ნი ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
რა?: მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
კვლევაში, კერძოდ, აისახა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა კორელაცია ოჯახების საშუალო შემოსავალსა და მოხმარებას შორის, მოსახლეობის და ბავშვთა ზოგადი, ფარდობითი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები, სუბიექტური სიღარიბე, უმუშევრობა, პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების ზეგავლენა სიღარიბეზე, ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დასწრების მაჩვენებლები და განსხვავებები ქალაქსა და სოფელს, მდიდარ და ღარიბ ოჯახებს შორის. კვლევა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს
სად?: სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისი, 26 მაისის მოედანი N1
როდის?: 21 ნოემბერი 2016 წელი, 11:00 საათი
რატომ?: მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. აღნიშნული კვლევა შეისწავლის ისეთი სოციალური მოვლენების გავრცელების არეალს, როგორიცაა სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა. ამასთან ერთად, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალური ტრანსფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობას. 2015 წლის კვლევა ეფუძნება 4533 ოჯახის გამოკითხვას და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge
წაკითხულია: 5238