ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მოწვევა ჟურნალისტებისათვის სამეცნიერო-ჟურნალისტურ ექსპედიციებსა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
20/02/2013

მედია ანონსი

20 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
272-67-34/35;  
595 565553

მოწვევა ჟურნალისტებისათვის სამეცნიერო-ჟურნალისტურ ექსპედიციებსა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

[PUBLICITY.GE], თბილისი, 20 თებერვალი, 2013 - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) აშშ-ს საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს  (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის (ხელშეკრულება AID-114-A12-00001) "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში  აცხადებს  დაინტერესებულ ჟურნალისტთა მოწვევას გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ტრენინგ-კურსში და სამეცნიერო-ჟურნალისტურ ექსპედიციებში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის მიერ შერჩეული ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, სამეცნიერო-ჟურნალისტური ექსპედიციების ფორმატში წლის სხვადასხვა პერიოდში  ეწვიონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მოწყვლად მუნიციპალიტეტებს და პროფესიონალებთან ერთად  ადგილზე გაეცნონ არსებულ სიტუაციას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი მედია-საშუალების ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესებულია  გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობისა და  მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხებით. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. (ამ შემთხვევაში  ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს პერიოდულ გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული სტატია; სატელევიზიო, რადიო  ან  ინტერნეტ სიუჟეტი) შერჩეულ ჟურნალისტებისაგან შეიქმნება ქსელი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ აქტუალურ საკითხებზე. პროგრამის მხრიდან ისინი მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას და ასევე, სურვილის შემთხვევაში, რეპორტაჟების მომზადების პროცესში გაეწევათ ექსპერტთა კონსულტაციები, ითანამშრომლებენ სხვადასხვა საერთაშორისო ქსელებთან.

მონაწილეობის მსურველებმა ა.წ.  8 მარტამდე  გთხოვთ თანდართული შევსებული განაცხადი გააგზავნოთ პროგრამის საზოგადოებათან ურთიერთობის სპეციალისტთან შემდეგ ელექტრონულ მისამართზეmailto:tbagratia@nala.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე:   272-67-34/35;  595 565553.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

წაკითხულია: 1609