ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მოწვევა სპექტაკლზე „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ".
13/01/2011


მედია ანონსი

13 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნატა ასათიანს
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: (99532) 24 11 44 (173)
მობ: (99599) 290099
E-mail: nathalie.asatiani@yahoo.com

[PUBLICITY.GE] თბილისი,  13 იანვარი, 2011 წელი - შაბათს, 15 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი აბიტურიენტებს იწვევს უილიამ შექსპირის ცნობილ სპექტაკლზე „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ".  სპექტაკლს დაესწრებიან თბილისის ყველა სკოლიდან შერჩეული საუკეთესო აბიტურიენტები. 

საქართველოს უნივერსიტეტი პერიოდულად არსებული და პოტენციური სტუდენტებისთვის აწყობს ექსკლუზიურ ღონისძიებებს და ამჯერად მეთორმეტე კლასელებს საახალწლო საჩუქრის სახით, ამ ღონისძიებას ჩუქნიან.

სპექტაკლზე დასასწრებად აბიტურიენტები 18:00 საათზე მობრძანდებიან თეატრში, მათ ჯერ შეხვდებიან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და თეატრის მისაღებში გამაგრილებელი სასმელებით და ტკბილეულით გაუმასპინლდებიან, რის შემდეგაც 18:40-ზე მოწვეული სტუმრები დარბაზში გადაინაცვლებიან, სადაც მათ მიესალმებიან და სიტყვით მიმართავენ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ქ-ნ მანანა სანაძე და რუსთაველის თეატრის მსახიობები. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების მინისტრი ბ-ნ დიმიტრი შაშკინი, მისი მოადგილეები, აკრედიტაციის სამსხურის უფროსი, ბ-ნ დავით კერესელიძე და მისი მოადგილეები.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, ქ-ნ მანანა სანაძის განცხადებით: „საქართველოს უნივეტსიტეტი მჭირდროდ თანამშრომლობს სკოლებთან და ხშირად აწყობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რაც ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს ხელს უწყობს აქტიური სტუდენტური ცხოვრებით იცხოვრონ. რუსთაველის თეატრთან ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიების სახით ჩვენ ექსკლუზიურ საჩუქარს მეთორმეტე კლასელებს ვუკეთებთ".    

###

საქართველოს უნივერსიტეტი
კოსტავას ქ. 77ა, 0175, თბილისი
საქართველო

წაკითხულია: 3522