ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მრავალჟანრობრივი ფესტივალი „soundcheck"
10/05/2013

მედია ანონსი

10 მაისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი"
მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას №76 ბ
ტელ: (+995) 32 230 22 53; მობ: 577 94 22 49;
ელ.ფოსტა: ekaladze@cync.ge                                             
ვებ-გვერდი: www.cync.ge                            

მრავალჟანრობრივი ფესტივალი „soundcheck" 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი იწყებს ახალ  პროექტს -მრავალჟანრობრივ ფესტივალს „soundcheck." რომელიც  ერთდროულად მუსიკის  ყველა ჟანრს მოიცავს კლასიკურ, პოპ, როკ, ალტერნატიულ, ჯაზურ, ელექტრონულ და ფოკლორულ მუსიკას.

ფესტივალის "SOUNDCHECK" მიზანია  ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედების აღმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მონაწილეთა ასაკი  განისაზღვრა 16 წლიდან 28 წლამდე. მონაწილეობის მსურველები ელექტრონულად ავსებდნენ სააპლიკაციო ფორმას, რის საფუძველზეც ირჩევა მონაწილე. ფესტივალის თითოეულ დღეს დებიუტანტებთან ერთად დაუკრავენ  თავ-თავიანთ  ჟანრში წარმატებული და აღიარებული მუსიკოსები.

ფესტივალი  „SOUNDCHECK"  იმართება - დედაენის ბაღში ღია ცის ქვეშ.

დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი 20:00 სთ.

ალტერნატიული მუსიკა -კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს ნიკა კოჩაროვი და მისი ბენდი Z For Zulu

პოპმუსიკა - კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს ზურა ჯავახია და მისი ბენდი ZurGi

როკმუსიკა- კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს დათო ლომიძე და ჯგუფი STRING

კლასიკური მუსიკა-კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს ნიკოლოზ რაჭველი

ფოლკლორი-კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს ანსამბლი „შვიდკაცა"

ჯაზი- კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს დათო ევგენიძე.

ელექტრონული მუსიკა-კონცერტს საკუთარი პროგრამით დაასრულებს ჯგუფი Me and My Monkey.

წაკითხულია: 2248