მედია ანონსი
14 ივნისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ცირა ნადარეიშვილი
2389833
2389844
595 114544
www.gsmea.ge
მრგვალი მაგიდა სასტუმრო ამბასადორში
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია პარასკევს, 15 ივნისს 12.00 საათზე სასტუმროში „ამბასადორი" (მისამართი: შავთელის ქ. 13) აწყობს მრგვალ მაგიდას პროექტის „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ჩატარებული კვლევის თემაზე, რომელიც ეხება საგადასახადო სასამართლოებს და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო
ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის" პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის
და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის
მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.