მედია ანონსი
18 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
მუზეუმის კვირეული 18-24 მაისი
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ამ თარიღს 30 წელზე მეტია რაც აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება დღესასწაულს და 18-დან 24 მაისამდე საინტერესო კვირეულს გთავაზობთ
18 მაისი 13.00 საათი - ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ეწყობა შეხვედრა, სადაც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიზე და UNESCO-ს ხელმძღვანელი მუზეუმების დარგში კრისტიან მანჰარტი დამსწრე საზოგადოებას ეროვნული მუზეუმის მიღწევებისა და ახალი გეგმების პრეზენტაციას წარუდგენენ.
ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის ქ.1
18 მაისი 15.00 საათი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი-ქარვასლა წარმოგიდგენთ გამოფენასა და შემეცნებით-გასართობ პროგრამას "მარიონეტები". გამოფენაზე ექსპონირებული იქნება ქართველი ხელოვანის ირმა ქააძის მიერ შექმნილი 25-მდე მარიონეტი. აღნიშნული კოლექცია გამოირჩევა სხვადსხვა ნაციონალობითა და სახასიათო ტიპებით. სასწავლო პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან სხვადსხვა ქვეყნებში მარიონეტების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, მათი დამზადების ტრადიციებსა და სცენაზე გაცოცხლების წესებს. ბავშვები, პედაგოგებთან ერთად, თავად მიიღებენ მონაწილეობას მარიონეტების დამზადებასა და წარდგინების პროცესში.
გამოფენა და შემეცნებით-გასართობი პროგრამა ”მარიონეტები” 25 ივნისამდე გარძელდება.
18 მაისი 17.00 საათი - ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შედგება პროექტის - "მოწყენილობის მტვრისა და რღვევის მიღმა - მუზეუმები, როგორც სიცოცხლის მანძილზე სწავლის სივრცეები კულტურათშორისო დიალოგისთვის" - პრეზენტაცია.
პროექტი ევროკომისიის პროგრამის "ინვესტირება ადამიანებში: ადგილობრივი კულტურის ხელმისაწვდომობა, კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და მხარდაჭერა" ფარგლებში ხორციელდება. ეს გახლავთ რეგიონალური პროექტი, რომელიც 30 დღის გამნავლობაში ერთდროულად აზერბაიჯანში, სომხეთში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტისა და რვა რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობით განხორციელდება.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა.
მუზეუმები ღიაა 11.00-დან 17.00 საათამდე.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
მის: რუსთაველის გამზ. 3
ტელ: 997176
ფაქსი: 982133
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: www.museum.ge