ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების განხილვა მოსახლეობასთან
29/01/2014
მედია ანონსი

29 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ჩიტორელიძე,
პროექტის მენეჯერი
ტელ: 555 61 87 76

მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების განხილვა მოსახლეობასთან

რასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" მხარდაჭერით ბოლნისის, დმანისის, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების მოსახლეობასთან შეხვედრა/განხილვა გაიმართება.

შეხვედრა 30 იანვარს დმანისში, სოფელ ჯავახში, ასოციაცია „ლორეს" ოფისში 11 საათზე გაიმართება, ხოლო ბოლნისში, 14 საათზე, სოფელ ნახიდურის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.

31 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლობლობა ექნება 12 საათზე, იმირის ტერიტორიული ერთეულის ადმინსიტრაციულ შენობაში, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრაში, 4 თებერვალს კი 14:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდება პრეზენტაცია.
„ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში- JOIN" პროექტის ფარგლებში შემუშვებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებს, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს გეგმებზე მომუშავე ჯგუფების წევრები წაუადგენენ.
ადგილობრივი განვითარების გეგმები წარმოადგენს თვითმმართველობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის მიერ შემუშვებულ საშუალო ვადიან სამოქმედო დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი მეკარტოფილეობის, პომიდვრის წარმოების და ხორცის წარმოების განვითარების ხელშეწყობას აღნიშნულ მუნიციპალიტეტში.

გეგმაში განასაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების და ინიციატივების ეფექტური განხორციელება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადგილობრივი წარმომადგენლის დაინტერესებასა და ჩართულობაზე, შესაბამისად, მოსახელობის დასწრება შეხვედრებზე თავისუფალია.

პროექტი ,,ადგილობრივი აქტორები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში (JOIN)" 3 წლიანი ინიციატივაა და მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქართველოში - ,,სიდა"-სთან და სომხეთში - ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრთან (CARD)" თანამშრომლობით.

წაკითხულია: 2463