ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში
05/12/2007

ა ნ ო ნ ს ი მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს

დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში

6 დეკემბერს, 16 საათზე, - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტის" (მისამართი: ქ. თბილსი, რუსთაველის გამზირი #13) "მეფე მირიანის” დარბაზში გამართავს გზამკვლევის პრეზენტაციას "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში". შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მას-მედიის წარმომადგენლები.

"მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში" გზამკვლევი დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ-ლებს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და აღსრულებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფინანსების ლეგიტიმურ და რაციონალურ განკარგვას.

2007 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე ცვლილებების უმრავლესობა ადგილობრივ ფინანსებს შეეხო:

• ძალაში შევიდა კანონი `ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ~, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო პროცესის დარეგულირება უზრუნველყო;
• შეიცვალა კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ;
• ადგილობრივი გადასახადების კუთხით საგადასახადო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები;
• შემუშავდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ახალი ფორმულა, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერს; აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გამარტივებულ ენაზე შედგენილი გზამკვლევი მუნიციპალური ფინანსების სფეროში გააღრმავებს ცნობიერების დონეს ადგილობრივ ფინანსებზე და გაადვილებს საქმიანობას საბიუჯეტო სფეროში. გზამკვლევს დართული აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რუკა (შესაბამისი პირობითი აღნიშვნებით) და გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშები-სათვის საჭირო სტატისტიკური მონაცემები.

გზამკვლევი "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში" მომზადდა “ადგილობრივი თვითმართველობის განვი-თარების” პროექტის ფარგლებში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით.

 

საკონტაქტო პირი: დოდო ჭუმბურიძე, PR მენეჯერი
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ტელ.: 92 28 39; 893 28 30 92
ელ-ფოსტა:
pr@economists.ge

###

წაკითხულია: 7732