ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, კომპანია ბილაინის დახმარებით, უნიკალური გამოფენა გაიხსნება
16/11/2012

მედია ანონსი

16 ნოემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე 
597970353
 

გამოფენა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში

17 ნოემბრიდან 14.00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, კომპანია ბილაინის დახმარებით, უნიკალური გამოფენა გაიხსნება. 6 დარბაზი  კომპანია "ბილაინის" მხარდაჭერით, ოსკარის აკადემიის მარგარეტ ჰერეკის ბიბლიოთეკიდან ჩამოსულ იმ ფოტომასალას დაეთმობა, რომელიც ჯეიმს ბონდის ეკრენიზაციის 50 წლის იუბილისადმია მიძღვნილი. ფოტოები ცნობილი სერიალის ყველა მონაწილე  მთავარი გმირის მოღვაწეობასა და ეტაპს ასახავს. აქვე არის აფიშების ასლები და ის ფოტოები რომელიც კადრს მიღმა არსებულ სიტუაციას გადმოგვცემს. უნიკალურ ფოტოებში დაფიქსირებულია ინგლისის სამეფო ოჯახის წევრები პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა.

ფოტომასალის გარდა დამთვალიერებელს საშუალება ექნება ბონდიანასადმი მიძღვნილი ვიდეოინსტალაციები იხილოს. სპეცეფექტების საშუალებით გადმოცემულ ინსტალაციებში ასახულია ბონდის გამოგონებები, იარაღი, სისწრაფე და სხვა.

საგამოფენო დარბაზებში ასევე ექსპონირებული იქნება ჯეიმს ბონდის იმ ფირმის იარაღი, სათვალეები და სასმელები, რომლებიც სხვადასხვა სერიებშია გამოყენებული. აღნიშნული ნივთები მუზეუმს ახალმა სათვალეების კომპანია „გლანსმა", კომპანია „კულამ" და ჯეიმს ბონდის საყვარელმა ბერნდმა „მარტინმა" მიაწოდა.

წაკითხულია: 1315