ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო საღამო
06/05/2009


მედია ანონსი 

1 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ნინო ანანიაშვილის საქველმოქმედო საღამო


2009 წლის 8 მაისი, 19:00 საათი - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ნინო ანანიაშვილის ფონდი და ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება წარმოგიდგენთ საქველმოქმედო საღამოს, რომელიც ტარდება ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქციის - “მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” მხარდაჭერის მიზნით. (დამატებითი იფორმაცია იხ. www.raceforthecure.ge).
 
საღამოზე წარმოდგენილი იქნება სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი: “სერენადა” - ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფია, “წამი გარდასახვამდე” - თრეი მაკინტაიერის ქორეოგრაფია და “მარგარიტა და არმანი” - ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია.

ბალეტში “მარგარიტა და არმანი” მთავარ პარტიას შეასრულებს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი.

აღნიშნული ღონისძიების შესახებ პრესკონფერეცია ჩატარდება 7 მაისს 12:15 საათზე, ამავე თეატრის ცისფერ დარბაზში.

ბილეთების ღირებულება: 7 ლარიდან 35 ლარამდე

ბილეთების დაჯავშნა: 983248, 899 20 60 40

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.


საკონტაქტო პირი:

თამარ მოდებაძე
პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი 
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის თეატრი
ტელ: 877 140 008

###

პრობლემის შესახებ: საქართველოში ძუძუს კიბო ისეთივე სერიოზული პრობლემაა,  როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ, მათგან განსხვავებით, კიბოს დიაგნოსტირება ხდება არა ადრეულ სტადიაზე, არამედ დაგვიანებულ, III-IV სტადიებზე. აღნიშნული ტენდენცია საგრძნობლად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას და, რაც მთავარია, ზრდის სიკვდილობის მაჩვენებლებს. ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლის თვალსაზრისით საქართველო მეხუთე ადგილზეა  ევროპაში. ძირითადი მიზეზი კი ინფორმაციის ნაკლებობაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობამ ნაკლებად იცის რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა.

ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, რადგან მისი ნაადრევი გამოვლენა სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების საწინდარია. ერთად ვიზრუნოთ სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე!


 



წაკითხულია: 9462