ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოსტეოპოროზის მსოფლიო დღე საქართველოში
19/10/2007



ა ნ ო ნ ს ი   მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს 
 

 დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

ოსტეოპოროზის მსოფლიო დღე საქართველოში
კონფერენცია ოსტეოპოროზის შესახებ



19 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციის ეგიდით გაიმართება სპეციალური პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ოსტეოპოროზის პრობლემას საქართველოში და მასთან ბრძოლის თანამედროვე გზების ჩვენს ქვეყანაში გამოყენების საკითხებს. ცნობილი ექიმები და სპეციალისტები წარმოადგენენ სტატისტიკას და სხვა საინტერესო ინფორმაციას აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით. ღონისძიების შემდეგ, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “ოსტეოპოროზი საქართველოში გუშინ, დღეს, ხვალ” სამედიცინო მუშაკების მონაწილეობით.

ამასთან, ოსტეოპოროზის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ასოციაცია გეგმავს უფასო დენსიტომეტრიული გამოკვლევებს, რომელიც მოწოდებულია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდად. გამოკვლევები ჩატარდება შემდეგ ცენტრებში: სეფსისის ცენტრი, ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაცია (22-26 ოქტომბერი); ქალაქის 1 საავადმყოფო, კლინიკა “ენდმედიცი” (22-26 ოქტომბერი); ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (24-25 ოქტომბერი). აგრეთვე, იმუშავებს ცხელი ხაზი (389299) ოსტეოპოროზზე ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად; მოსახლეობაში დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები ოსტეოპოროზის შესახებ

მსოფლიოში ოსტეოპოროზის დღე მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი უცვლელი ორგანიზატორია ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი. 2007 წლის ოსტეოპოროზის საერთაშორისო დღის სახელწოდებაა “დაამარცხე მოტესილობა: იცოდე და შეამცირე ოსტეოპოროზის რისკის ფაქტორები”. 20 ოქტომბრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით საწყისს იღებს საგანმანათლებლო პროგრამა ჯანმრთელი ძვლის შესახებ. პროგრამის მიზანია მოსახლეობამ ინდივიდუალურად შეაფასოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ფაქტორები და მიიღოს შესაბამისი ზომები ამ რისკის ფაქტორების შემცირებისათვის.

                                            მედია-სემინარი

ოსტეპოროზის მსოფლიო დღისადმი მიძღნილი აქტივობების ფარგლებში. 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, შვეიცარული კომპანია "ჰოფმან ლა როშის” საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, კომპანიის ოფისში ჩატარდა სპეციალური მედია-სემინარს თემაზე: "ოსტეოპოროზის პრობლემა საქართველოში, დაავადების სტატისტიკა, მისი დაძლევის გზები და მკურნალობა". სემინარს დაესწრო პრესისა და ელექტრონული მედიის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელი ათამდე ჟურნალისტი.


  მოკლე ინფორმაცია ოსტეოპოროზის შესახებ 

###

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

საკონტაქრო პირი:
მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ:
995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge

წაკითხულია: 11977