11/02/2014მედია ანონსი
11 თებერვალი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
კავშირი ბავშვი ოჯახი საზოგადოება
( 995 32) 2 14 00 12)
dcfs.georgia@gmail.com
პედაგოგთა ტრენინგები
13, 14 და 15 თებერვალს თბილისის #203 საჯარო სკოლაში პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები ჩატარდება. 203-ე სკოლა ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონია, რომელიც 120 მოსწავლეს ემსახურება. სკოლაში ძირითადი სასწავლო ენა ჟესტურია. თუმცა მრავალი წლის განმავლობაში, არ არსებობდა ჟესტური ენის სპეციფიკის გათვალისწინებით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები.
განათლების ექსპერტმა პროფ.-მა თამარ ჯაყელმა შექმნა მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული ქართული ენის სახელმძღვანელოები პირველი და მეორე კლასებისთვის. ეს წიგნები სკოლაში უკვე გამოიყენება.
‘'კავშირის ბავშვი ოჯახი საზოგადოება'' USAID- ის მხარდაჭერით პროექტის ‘'კითხვა უკეთესი მომავლისთვის'' ფარგლებში, დაგეგმა ტრენინგები ახალი წიგნების უფრო ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად. პროფესორი თამარ ჯაყელი თავად გაუძღვება სამ დღიან ტრენინგს სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი