პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის პირველ ანგარიშს მედიასა და საზოგადოებას 19 მარტს წარუდგენს
მედია ანონსი
18 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო ლომიძე
Cell: (995 555) 780087
www.pdp.ge
www.personaldata.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის პირველ ანგარიშს მედიასა და საზოგადოებას 19 მარტს წარუდგენს
19 მარტს, 11:30-13:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" საზოგადოებისა და მედიისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
ანგარიში მოიცავს 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტამდე ინსპექტორის მიერ მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებისა და გაწეული კონსულტაციების შედეგებს. ანგარიშში ასახულია ისეთი სისტემური ხასიათის პრობლემები, როგორიცაა მოქალაქეთა შესახებ არაპროპორციულად დიდი მოცულობითა და განუსაზღვრელი ვადით მონაცემთა დამუშავება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა, მონაცემთა უკანონოდ გასაჯაროება, სამართალმდაცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და მოსმენების განხორციელებისას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის საფრთხე, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას კანონის მოთხოვნათა დაუცველობა და სხვ.
ანგარიშს წარადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი. პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხის რეჟიმში ანგარიშის განხილვა.