„პიარ დღეები 2014-ს" გახნის ონლაინ კონფერენცია, რომლის სტუმარი იქნება მეთ გონრინგი (Matthew Gonring) 35 წლიანი სტაჟით პიარისა და კომუნიკაციის სფეროში. ონლაინ კონფერენციას 4 აპრილს უმასპინძლებს მულტიმედია განათლების ცენტრი თბილისში. სტუმარი ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ისაუბრებს სფეროს თანამედროვე ტენდენციებზე.
5 აპრილს, „პიარ დღეები 2014" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაინაცვლებს კომპლექს „კრუიზში" სადაც კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსები წარსდგებიან სპიკერების როლში და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაციებს გააკეთებენ დაინტერესებული, პრაქტიკოსი პიარ მენეჯერების წინაშე. პროექტში სტუდენტებიც არიან ჩართული, ბლოგერების კონკურსის ფარგლებში მოხდება საუკეთესო „პიარ თემის" ავტორის გამოვლენა და დაჯილდოვება. ღონისძიების პარალელურად პიარ ლიტერატურის და განათლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც გამომცემლები, სხვადასხვა უნივერსტეტებისა და სპეციალიზირებული ტრენინგ ცენტრები საკუთარი პროგრამების შესახებ ისაუბრებენ და ინფორამციას მიაწვდიან დამსწრე აუდიტორიას.
„პიარ დღეები 2014" დასრულდება 6 აპრილს, პიარ კლუბის 2 წლის იუბილის აღნიშვნითდა პრიზების გათამაშებით არაფორმალურ გარემოში.
განრიგი:
Iდღე:
• „პიარდღეები 2014" - ის ოფიციალურიგახსნა
• ონლაინ კონფერენცია
IIდღე:
• ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება
• პიარ პრაქტიკოსების პრეზენტაციები სხვადასხვა დარგისთვის აქტუალურ თემებზე
• გამომცემლების, უნივერსტეტებისა და საგანმანათლებლო ტრენინგ ცენტრების გამოფენა
III დღე:
• პიარ კლუბის 2 წლის იუბილე - პრიზების გათამაშება - წვეულება
ღონისძიებაზე დასწრება შეზღუდულია და მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტისა http://lemons.ge/prclub/
პროექტში მონაწილეობის საფასური 50 ლარი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Marketer. GE,
რადიო იმედის გადაცემა „პიარ ფორუმი".
ღონისძიების გენერალური სპონსორია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"
ღონისძიების პარტნიორი კომპანიები Lemons.ge, საკონდიტრო "ნარცისი"
კომპანია :შატო მუხრანი"
„პიარ დღეები 2014"
დეტალური განრიგი
პარასკევი, 4 აპრილი, 2014
18:00 - 18:30 სტუმრების შეკრება, Coffee-Break .
18:30 - 19:30 ონლაინ კონფერენცია, სტუმარი მეთ გონრინგი
(http://www.instituteforpr.org/bio/matthew-gonring)
ადგილდებარეობა: www.facebook.com/irexMEC
მულტიმედია განათლების ცენტრი
შაბათი, 5 აპრილი, 2014
16:30-17:30 სტუმრების შეკრება: გამომცემლების, უნივერსტეტებისა და საგანმანათლებლო ტრენინგ ცენტრების გამოფენა (კავკასიის უნივერსტეტი, ჯიპა, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი. გაუ, პიარაკადემია, „ქემბრიჯსთადი", „ემერიტუსი", „ვიპიარი", გამომცემბლობა „დიოგენე" და სხვები).
18:00-18:30 ბლოგერების დაჯილდოვება - საუკეთესო თემა პიარზე კონკურსში გამარჯვებულები.
18:30-20:00 სპიკერების გამოსვლები: (ელდარ პირმისაშვილი-პიარ სააგენტოების კვლევა, კახა მაღრაძე- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, თეონა ბაღდავაძე - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რუსუდან კბილაშვილი -კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბერდია ნაცვლიშვილი-ძველი და ახალი რელიზი, მაკო ჯაოშვილი-ივენთის არსი, გიორგი კალატოზიშვილი-პიარ წიგნის მზადება, თეა გოცაძე-სიმბოლოების გავლენა და სხვები).
კვირა, 6 აპრილი, 2014
20:00- 23:00 პიარ კლუბის 2 წლის იუბილე, ვახშამი, პრიზების გათამაშება.
ადგილდებარეობა: http://restornebi.com/kruizi
კომპლექსი „კრუიზი"