ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პიარ მენეჯერები და მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს კარტინგებში შეეჯიბრებიან
26/06/2013

მედია ანონსი

26 ივნისი, 2013 წელი
დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
საკონტატო ინფორმაცია:
დიანა ველენგურსკაია
პიარ კლუბის დამფუძნებელი
მობ: 5 99 474854
ელ.ფოსტა:
diana@prclub.ge

პიარ მენეჯერები და მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს კარტინგებში შეეჯიბრებიან
PR VS Media

27 ივნისს, 20:00 საათზე, ასტრა პარკში, სხვადასხვა წამყვანი კომპანიების პიარ მენეჯერებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კარტინგებში შეჯიბრი გაიმართება. ღონისძიება „პიარ კლუბისა" და ნავთობკომპანია „გალფის" ორგანიზებით იმართება და მინზად ისახავს პიარ მენეჯერებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.
რბოლა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და საბოლოო გამარჯვებული კომპანია „გალფისგან" 100 ლიტრ საწვავს მიიღებს საჩუქრად. ასევე გამარჯვებულს სხვადასხვა კომპანიები დაასაჩუქრებენ.
მონაწილეების აზარტულ რბოლას მუსიკალურად გააფორმებს სპეციალურად მოწვეული DJ. ღონისძიებას და დაჯილდოების ცერემონიალს წაიყვანს - ლევან ჯიბღაშვილი. მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ფურშეტით გაუმასპინძლდება კლუბი F1 და element event group.
ღონისძიების გენერალური სპონსორია ნავთობკომპანია გალფი. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა 2 წლის იუბილე, სწორედ ამიტომ მიმდინარე თვეს „გალფი" კიდევ ბევრ სიურპრიზს პირდება მომხმარებელს.
"პიარ-კლუბი" საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს, იზრუნოს სფეროს განვითარებაზე, კლუბის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობაზე და სფეროს პოპულარიზაციაზე; ასევე, უზრუნველყოფს წევრების ინფორმირებულობას სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და სხვადასხვა კამპანიებისა და ღირებული პროექტების ერთობლივად განხორციელებას
.

წაკითხულია: 3197