ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პირველი ნაბიჯი ბავშვებისთვის
27/10/2016
ვინ?: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“
რა?: მართავს ღონისძიებას ბავშვებისთვის
სად?: წერეთლის გამზ. 118-ში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“
როდის?: 2016 წლის 29 ოქტომბერს 13:00 საათზე
რატომ?: ღონისძიების მიზანია ვაჩუქოთ დაუვიწყარი დღე პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის აღსაზრდელებს, რომლებიც არიან მძიმე და ღრმა, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ასევე ღონისძიება მიზნად ისახავს მადლობის გადახდას იმ ორგანიზაციებისა თუ ადამიანებისათვის, რომლებიც ფინანსურად ეხმარებიან პირველი ნაბიჯის ბენეფიციარებს, რომ მათ ქონდეთ შესაძლებლობა იარონ დღის ცენტრში და ისწავლონ უცხო გარემოსთან და საზოგადოებასთან ადაპტაცია.


ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, EUMM საქართველოს მხარდამჭერი სერვისების გენერალური ხელმძღვანელი Anton Kainzner, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობადი სახეები.
პირველი ნაბიჯი საბავშვო ღონისძიების ორგანიზებისთვის დიდ მადლობას უხდის შემდეგ ორგანიზაციებს: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, სუპერმარკეტების ქსელი “LA Family”, ივენთ ორგანიზაცია „Pom Pom“, რესტორნების ქსელი “Dunkin’ Donuts” , Wendy’s, ბავშვთა გასართობი ცენტრი „ნევერლენდი“.

გუჩი თავხელიძე
„პირველი ნაბიჯი“-ს პიარი და მარკეტინგის მენეჯერი
ელ. ფოსტა: g.tavkhelidze@firststepgeorgia.org
მობ: +995 599 26 55 88
წაკითხულია: 4388