07/06/2010
მედია ანონსი
7 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე, PR მენეჯერი
ჭავჭავაძის გამზირი 17ა
0179 თბილისი, საქართველო
ტელ: + 995 (32) 22 05 05
მობ: + 995 (99) 96 14 27
Ani.Nadiradze@ugt.ge
პირველი ქართული კომპანია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებს ბიზნესის წარმოებას,თბილისში ქმნის ახალ ვენჩერულ ფონდს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 7 ივნისი, 2010 - სამშაბათს, 8 ივნისს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში" გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: პირველი ქართული კომპანია, რომელიც ბიზნესის წარმოებას ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებს; ახალი ვენჩერული ფონდი საქართველოში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სივრცეში ნოვაციურ იდეებს დააფინანსებს
კომპანია UGT (იუ-ჯი-თი) ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის დაწყების თაობაზე. აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, ფუნქციონირება დაიწყო UGT LLC-მ. UGT ხდება პირველი ქართული კომპანია, რომელიც საქართველოს პარალელურად ოპერირებას (ბიზნესის წარმოებას) იწყებს აშშ-ში. კომპანია საქმიანობას განახორციელებს აშშ-ს როგორც სამთავრობო, ასევე კომერციულ სექტორზე.
პრესკონფერენციას წაუძღვება კომპანია იუ-ჯი-თის გენერალური დირექტორი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და UGT LLC-ს მმართველი დირექტორი ვაუტერ მეტცი (Wouter Metz).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოების დაწყებასთან ერთად, UGT საქართველოში ქმნის ვენჩერულ ფონდს, რომლის ძირითადი მიზანი საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სივრცეში ნოვაციური იდეების და პროექტების დაფინანსება იქნება.