ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის
07/05/2014
მედია ანონსი

7 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
გვანცა კიკალიშვილი
599 799 646

პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის

8 მაისს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ქართველ კოლეგებს შეხვდება (მის:აფაქიძის #15)

ხვალ, 8 მაისს, ხუთშაბათს, თბილისში ჩამოდის პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვოისეჰ ვიევიუროვსკი და მისი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ურსულა გორალი.

მათი მასპინძელი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იქნება.

პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეხვედრებს გამართავს ინსპექტორის აპარატში, სადაც მოისმენს პრეზენტაციას 9 თვის განმავლობაში საქართველოში პერისონალური მონაცემების დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იქნება პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ ინსპექტირების, კონსულტაციებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობა.
ვოისექ ვიევიუროვსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

წაკითხულია: 2187