მედია ანონსი
საკონტაქტო ინფორმაცია
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge
პოლონელი ექიმები ქართველების სამსახურში
28 სექტემბერს 16:30 წუთზე სასტუმრო თბილისი მარიოტის საკონფერენციო დარბაზში „სანადიმო" რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის მიზანია საქართველოშო საპატიო მისიით ჩამოსული მსოფლიოში ლიდერი პოლონელი ექიმების მიერ მიმდინარე უფასო გამოკვლევების და კონსულტაციების პირველი ეტაპის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია .
პოლონელ ექიმთა ჯგუფი, რომლებიც უნიკალური და მაღალტექნოლოგიური მეთოდებით ხელმძღვანელობენ, რადიოლოგიის, კარდიოლოგიის და ქირურგიის დარგში, რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე ჩაწერილ პაციენტებს ერთი დღის განმავლობაში გაუწევენ კონსულტაციას და უფასოდ ჩაუტარებენ დაგეგმილ გამოკლვლევებს.
ახალი მენეჯმენტისთვის, რომელიც ეხლა იწყებს საავადმყოფოს მართვას და ფაქტიურად 18 სექტემბრიდან შეუდგა აქტიურ საქმინობას, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქცია პირველი წარმატებული პროექტია, რომელიც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიების მიზანია პოლონელი ექიმების მხრიდან, რომლებიც ამ სფეროს ლიდერები არიან, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება და ქართველი სპეციალისტებისთვის საკუთარი ცოდნისა და თანამედროვე მიღწევების გაზიარება.
ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებით მაღალი რანგის უცხოელი
პროფესიონალების უფასო, საქველმოქმედო გამოკვლევები და კონსულტაციები პერმანენტულ
ხასიათს მიიღებს.
პოლონელი ექიმების საქველმოქმედო აქცია პოლონეთის პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
პრესკონფერენციას გარდა პოლონური დელეგაციისა, საქართველოს მხრიდან დაესწრებიან ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ანდრია ურუშაძე, ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი და სამინისტორების სხვადასხვა წარმომადგენლები.
###
მოკლე ინფორმაციას პროფესორებთან დაკავშირებით:
პროფ. მედ. მეც. დოქ. იეჟი ვალეცკი, რადიოლოგი
პროფ. მედ. მეც. დოქ. მარიუშ ფრონჩეკი, ქირურგი-ონკოლოგი
პროფ. მედ. მეც. დოქ. გჟეგოჟ ოპოლსკი, შინაგან სნეულებათა ექიმი, კარდიოლოგი
###
კომპანიის შესახებ:
რეფერალური ჰოსპიტალის მფლობელი პოლონური მაღალი დონის კომპანია The One -ია, რომელმაც უახლოეს მომავალში განახორციელებს ინვესტიციებს სამკურნალო დაწესებულებაში და მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და ლაბორატორიებით აღჭურვავს რეფერალურ ჰოსპიტალს.
პოლონელი და ქართველი ხალხის მეგობრობას დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც პერმანენტულ საქველმოქმედო პროექტებში ნათლად გამოიხატა.