მედია ანონსი
16 სექტემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ხატია ჯამბაზიშვილი,
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
ელ.ფოსტა: khatia.jambazishvili@populi.ge
მობ: 591 700 237
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
maiko@publicity.ge
პოპული 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
[Publicity.Ge] თბილისი,16 სექტემბერი, 2011 - 16 სექტემბერს სავაჭრო ქსელი პოპული თავისი მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით კომპანია საზეიმო ღონისძიებას გამართავს.
სტუმრების მიღება და საიუბილეო ღონისძეიბა კომპანიის სათაო ოფისისა და წარმოების ტერიტორიაზე გაიმართება. (მისამართი: ქინძმარაულის ქ. N 5)
ღონისძიებას გახსნის კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ადამაშვილის მისასალმებელი სიტყვა. დამსწრე სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს მიესალმება პოპულის ახალი გენერელური დირექტორი ქალბატონი თეოდორა ტიჩერიჩი.
საიუბილეო ღონისძიებაზე მოხდება საუკეთესო თანამშრომების გამოვლენა, რომლებსაც გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები, ასევე იგეგმება პოპულის მაღაზიათა ქსელის კონსულტანტების მოდების ჩვენება, ჯეოსტარის მომღერლების კონცერტი, პოპულის 10 წლის იუბილისამდი მიძღვნილი საფირმო ტორტის გაჭრა, იუბილე დასრულდება ფეერვერკით.
პოპულის გენერალური დირექტორის თქმით „ პოპული შედის გარდაქმნის პროცესში, რომლისთვისაც სწორედ მომხმარებელია ყურადღების ცენტრში. ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს ასორტიმენტს და განვიხილავთ ახალი ფასების პოლიტიკას. პოპულის მენეჯმენტი უკვე ახორციელებს რიგ სიახლეებს, რომლის შედეგიც იქნება მომხმარებლების კმაყოფილების და გაყიდვების ზრდა. ოქტომბრისთვის იგეგმება არსებული მაღზიების კიდევ უფრო გადახალისება და განახლება, რათა შოპინგი უფრო სასიამოვნო პროცესი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისათვის."
სავაჭრო ქსელი "პოპული" პირველი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელია თბილისში. იდეა ქსელის შექმნის შესახებ 2001 წელს წარმოიშვა, რასაც მოჰყვა პირველი მაღაზიის გახსნა. სავაჭრო ქსელი "პოპული" დედაქალაქის თითქმის ყველა უბანსა და ქვეყნის მსხვილ ქალაქებს მოიცავს. პოპულის მაღაზიები წარმოდგენილია: ქუთაისში, სიღნაღსა და ბათუმში. პოპულის ქსელი 100 000- მდე ოჯახს ემსახურება.
###
ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მედია წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ნომერზე: 593260609 , ან გამოაგზავნეთ საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მოსამართზე: info@publicity.ge