მედია ანონსი
14 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ლიკა მიქაუტაძე
მარკეტინგის სამსახურის უფროსი
899 50 28 25
პოპული ქსელი გაფართოებას განაგრძობს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 დეკემბერი, 2010 წელი - პოპულის მაღაზიათა ქსელი გაფართოებას განაგრძობს. ხვალ,15 დეკემბერს, სოლოლაკში, ამაღლების № 12-ში პოპულის ახალი, ორმოცდამეოთხე მაღაზია გაიხსნება.
თბილისში ეს უკვე მეორმოცე მაღაზიაა. ახალი ობიექტი 8 საათიდან 23 საათამდე მოემსახურება საკუთარ მომხმარებელს. მასში 3000-ზე მეტი სახეობის პროდუქტი გაიყიდება, მათ შორის მზა საკვებიც.
პოპულის ახალი მაღაზია 140 კვ/მეტრის ფართობს მოიცავს, სადაც ათამდე ახალი თანამშრომელია დასაქმებული.
###
სავაჭრო ქსელი "პოპული" პირველი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელია თბილისში. იდეა ქსელის შექმნის შესახებ წარმოიშვა 2001 წელს, რასაც მოჰყვა პირველი მაღაზიის გახსნა. "პოპული" გათვალისწინებულია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. სწორედ მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეფექტურად არის შერწყმული ფასები საქონლის ხარისხთან, საქონლის ასორტიმენტი, სერვისი და დიზაინი -მომხმარებლების პრეფერენციებთან.
სავაჭრო ქსელი "პოპული" დედაქალაქის თითქმის ყველა უბანს და ქვეყნს მსხვილ ქალაქებს მოიცავს პოპულის მაღაზიები წარმოდგენილია: ქუთაისში, გორში, სიღნაღში და ბათუმში. თითოეული მაღაზიის გახსნას წინ უსწრებდა ამ რაიონის სასურსათო მომარაგების შესწავლა და მოსახლეობის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინება. ჩვენი ქსელი 100 000- მდე ოჯახს ემსახურება.
დღეს სავაჭრო ქსელი "პოპული" უკვე 44 მაღაზიის მფლობელია.