ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პოპული ქსელი გაფართოებას განაგრძობს
28/12/2010
 


მედია ანონსი

28 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ლიკა მიქაუტაძე
მარკეტინგის სამსახურის უფროსი
899 50 28 25

პოპული ქსელი გაფართოებას განაგრძობს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  28 დეკემბერი, 2010 წელი  - პოპულის მაღაზიათა ქსელი სულ უფრო ფართოვდება. 29 დეკემბერს თბილისში, ბახტრიონის № 11-ში პოპულის ახალი ობიექტი გაიხსნება.

ეს სავაჭრო ქსელი პოპულის ორმოცდამეხუთე მაღაზიაა. ახალი ობიექტი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება საკუთარ მომხმარებელს. მასში 3000-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა პროდუქტი გაიყიდება, მათ შორის მზა საკვებიც. 
 
პოპულის ახალი მაღაზია 172 კვ/მეტრის ფართობს მოიცავს, სადაც ამ ეტაპზე თერთმეტი ახალი თანამშრომელია დასაქმებული.

###

სავაჭრო ქსელი "პოპული" პირველი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელია თბილისში. იდეა ქსელის შექმნის შესახებ წარმოიშვა 2001 წელს, რასაც მოჰყვა პირველი მაღაზიის გახსნა. "პოპული" გათვალისწინებულია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. სწორედ მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეფექტურად არის შერწყმული ფასები საქონლის ხარისხთან, საქონლის ასორტიმენტი, სერვისი და დიზაინი -მომხმარებლების პრეფერენციებთან. 
  
სავაჭრო ქსელი "პოპული" დედაქალაქის თითქმის ყველა უბანს და ქვეყნს მსხვილ ქალაქებს მოიცავს პოპულის მაღაზიები წარმოდგენილია: ქუთაისში, გორში, სიღნაღში და ბათუმში. თითოეული მაღაზიის გახსნას წინ უსწრებდა ამ რაიონის სასურსათო მომარაგების შესწავლა და მოსახლეობის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინება. ჩვენი ქსელი 100 000- მდე ოჯახს ემსახურება.    

დღეს სავაჭრო ქსელი "პოპული" უკვე 45 მაღაზიის მფლობელია.

წაკითხულია: 3276