ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრეზენტაცია - ”კონფლიქტის გავლენა ბიზნესზე”
26/11/2008




ანონსი მედიისთვის

26 ნოემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 

პრეზენტაცია - ”კონფლიქტის გავლენა ბიზნესზე”

2008 წლის 28 ნოემბერი, 13 საათი - ”თბილისი მერიოტში” (თამარ მეფის დარბაზი) ”საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” ჩაატარებს პრეზენტაციას ”კონფლიქტის გავლენა ბიზნესზე”. ღონისძიება ხორციელდება პროექტის ”ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში ”საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის” (CIPE) ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების ბიზნესზე გავლენის შეფასება. აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით შესწავლილ იქნა 1000 ბიზნესმენის მოსაზრება.

კველვის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, კონფლიქტმა ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნესზე. ამასთან, 24 რესპოდენტის ბიზნესი უშუალოდ კონფლიქტის პერიოდში დაზარალდა რუსული ჯარის მარადიორობის შედეგად.
  • კვლევაში მონაწილეთა 70%-სათვის გაყიდვების პროცესი გართულდა, თუმცა საინტერესოა, რომ კრიზისული მდგომარეობა მსხვილ ბიზნესზე უფრო მეტად აისახა, ვიდრე მცირე ზომის კომპანიებზე.
  • რესპოდენტების 71% მიიჩნევს, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა მომხმარებლის მოთხოვნის შემცირების გამო. შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში მომხმარებლების შემოსავალი იმდენად არ შემცირებულა, თუმცა მომხმარებელი უპირატესობას დანაზოგის გაკეთებას ანიჭებს, ვიდრე ისეთი პროდუქტების ყიდვას, რომელიც პირველად საჭიროებას არ წარმოადგნეს.
  • საგულისხმოა, რომ კონფლიქტმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის დარგს მიაყენა. ტურიზმის სფეროს წამომადგენლების 45%-ს გაყიდვების მოცულობა შეუმცირდა 80-100 %-ით.
  • კონფლიქტამდე რესპოდენტთა 28% გეგმავდა ბიზნესის გაფართოებას სხვადასხვა გზით, რომელთაგან მხოლოდ 12 %-მა შეძლო დასახული გეგმების სრულიად ან ნაწილობრივ გახორციელება.
  • გამოკითხულ ბიზნესმენთა შეფასებით, ბიზნესი დამოუკიდებლად საშუალოდ 6 თვეში მოახდენს რეაბილიტაციას, ხოლო დახმარების შემთხვევაში ვადა შესაძლოა განახევრდეს.
  • კვლევაში მონაწილეთა 66%-ის შეფასებით, ბიზნესის დახმარებისათვის სასურველი იქნება იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
  • ბინზესმენთა აზრით, ბიზნესის რეაბილიტაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს (58%) და თავად კერძო სექტორს (54%) აქვს.

შეხვედრის დასასრულს დაგეგმილია პროექტის "ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში" ფარგლებში მომზადებული  "ბიზნესის სამაგიდო წიგნის"  პრეზენტაცია. პუბლიკაციის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები საჭირო ინფორმაციით, მისცეს მათ რჩევები და რეკომენდაციები ბიზნესის ეფექტიანად მართვისათვის.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
დოდო ჭუმბურიძე
PR მენეჯერი
ტელ.:  92 28 39; 893 28 30 92
ელ-ფოსტა: pr@economists.ge

წაკითხულია: 8666