ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერაქტიული ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ
08/03/2013

მ ე დ ი ა ა ნ ო ნ ს ი

8 მარტი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: + 995 422 27-35-10 (107)
მობ.: + 995 577 49-98-98
ელ-ფოსტა: info@mofea.ge
http://www.mofea.ge

პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერაქტიული ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ

9 მარტს, 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ფარნავაზ მეფის ქ. 64) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამართავს შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრაზე მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ ინიციატივის პრეზენტაცია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერებას შეეხება.

დაგეგმილი შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ზემოხსენებული ინიციატივის შესახებ და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმების განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან.

შეხვედრას წარუძღვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე. ღონისძიებაზე დეტალურად იქნება განხილული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზევე შემუშავდება ურთიერთობის ფორმა, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს პროექტზე მომუშავე მხარეების ერთმანეთთან უფრო ეფექტურად დაკავშირება და ამით უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების მეტი ჩართულობა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულებების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიზანია შეიმუშავოს მოქალაქეთა საჭიროებებზე ორინეტირებული ეფექტური ბიუჯეტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაეწროთ!

წაკითხულია: 1617