ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის
25/12/2012

 

ანონსი

25 დეკემბერი, 2012
 დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ცირა ნადარეიშვილი
კომუნიკაციების მენეჯერი
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
595 114544
info@gsmea.ge
http://www.gsmea.ge/

პრეზენტაცია ჟურნალისტებისთვის

ხვალ, 26 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიხეილ ჭელიძე გამართავენ ასოციაციაში შექმნილი საგადასახადო კომიტეტის პრეზენტაციას ჟურნალისტებისთვის. საგადასახადო კომიტეტი ახლახანს შეიქმნა და მისი საქმიანობა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების  მიზნით.

პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ოფისში  (დ. გამრეკელის ქ. 19, მე-3 სართული, ოფისი 311)

 

 

წაკითხულია: 2269