მედია ანონსი
16 ნოემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
საკონტაქტო პირი:
კავშირი "რუსულიკლუბი"-ს
პიარ-მენეჯერი
ნინოწითლანაძე
+ 995 93 75 03 49
+ 995 32 2 99 77 06
nino.artnews@yahoo.com
russianclub.ge
rcmagazine.ge
პრეს-კონფერენცია ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში
20 ნოემნერს 13.00 თბილისის საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო „რია ნოვოსტის" ოფისში გაიმართება პრეს-კონფერენცია "ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში. დაბადებიდან 175-წლისთავისადმი".
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირი "რუსული კლუბი" (საქართველო) ფონდი "რუსსკი მირის" მხარდაჭერით და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით 25-30 ნოემბერს ჩაატარებს სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს "ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში. დაბადებიდან 175-წლისთავისადმი".
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობენ:
- ნიკოლოზ სვენტიცკი - საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირი "რუსული კლუბი"-ს პრეზიდენტი
- როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ისტორიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე;
- ირმა რატიანი - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- ავთანდილ ვარსიმაშვილი - ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
- ანდრო ბედუკაძე - ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის დირექტორი;
- ელგუჯა ხინთიბიძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროფესორი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმრიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
პრეს-კონფერენცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ.,2, ალ.გრიბოედოვის სახ.თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.