მედია ანონსი
11 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნ.კალანდაძე
nkalandadze@archimedes.ge
577 99 70 73
2 15 20 06
პრესკონფერენცია თბილისი მარიოტში
11 ოქტომბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (გიორგი მირიანის დარბაზი) სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია"-ს პრეზიდენტი ნიკოლოზ რამიშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს .
სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა წარადგენს მოსახლეობის ჯანმრთელბის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს.
სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი განცხადებას გააკეთებს საქართველოს ამბულატორიულ სექტორსა და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის წამყვანი კლინიკების წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" საინფორმაციო სამსახურს.
577 99 70 73 ან 2 15 20 06