ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესკონფერენცია საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში
13/04/2009

მედია ანონსი
 

13 აპრილი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

პრესკონფერენცია საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში

2009 წლის 14 აპრილი, 14 საათი - საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში (ჭავჭავაძის გამზირი 17ა, III სართული) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციის ერთერთი ავტორი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე - ბ-ნი ბაკურ გულუა შემოგვთავაზებს თავის სამართლებრივ პოზიციას შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: არსებობს თუ არა კონსტიტუციური გზა შექმნილი უმძიმესი სიტუაციის სამართლებრივი დარეგულირებისათვის, რომელიც უპირველესად გამომდინარეობს სახელმწიფოსა და საზოგადოების ძირითადი ინტერესებიდან. ეს ხედვა საინტერესო იქნება როგორც დაპირისპირებული მხარეებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის.
 
###
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 22–08–92
წაკითხულია: 6258