მედია ანონსი
15 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათა მორჩილაძე
2596 596
599 234 231
mailto:newlight.ge@yahoo.com
პრესკონფერენცია
„ლეიკემია იკურნება!"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 მაისი, 2012 - სამშაბათს, 15 მაიის 11 საათზე, ახალი ნათების ცენტრალურ საგამოფენო პავილიონში (აღმაშენებლის ხეივანი მე-12-ე კმ.) გაიმართება პრესკონფერენცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად დაგეგმილი საქველმოქმედო აქციის შესახებ.
ლეიკემია იკურნება, თუმცა საქართველოში აღნიშული საკითხი ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება. რამოდენიმე კვირის წინ, სოციაალურ ქსელებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეიკემიამ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპალა. სწორედ ამ ფაქტმა დაგვანახა კიდევ ერთხელ თუ რა დაუნდობელია ეს დაავადება და განაპირობა ჩვენის მხრივ საქველმოქმედო აქციის ჩატარების აუცილებლობა.
15 მაისს 11 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დეტალურად გამოცხადდება ინფორმაცია საქველმოქმედო აქციის შესახებ.
15 მაისიდან სტარტს იღებს საქველმოქმედო აქცია „ლეიკემია იკურნება!"
აქციის ფარგლებში ახალი ნათების პარტნიორი კომპანიების Philips-ის და Opple-ის ეკონომიური ნათურებიდან შემოსული თანხების 10% გადაერიცხება საქველმოქმედო ფონდს.
საქველმოქედო ფონდი „ახალი ნათება" ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად დააფინანებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობისათვის (და არა მხოლოდ) საჭირო სხვადახვა ხარჯებს.
"ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ახალი ნათება" - 2012 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი მიზანია დაეხმაროს საქართველოში მძიმე დაავადებით დასნეულებულ ადამიანებს, რომელსაც ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ან ამბულატორიული მომსახურება. დღიდან დაარსებისა ფონმა უკვე არაერთი კეთილი საქმე გააკეთა ღარიბთა და დაავადებულ ადამიანთა დახმარების კუთხით.
ფონდი წევრები გამოიკვლევენ დეტალურად საქართველოში არსებული ლეიკემიით დაავადებული ბავშვების რაოდენობასა და მდგომარეობას, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის მხარდაჭერით და შემდეგ ერთობლივად გადაწყდება თუ რომელი უფრო აუცილებელი და საჭირო მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ეს თანხა.
"ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს" - აქვს გვერდი ფეისბუქზე სადაც ეს პროცესები გაშუქდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის; კომპანია :ახალი ნათების" და „ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები.
წინასწარ გიხდით ყველას მადლობას დახმარებისათვის ...
ერთად გადავარჩინოთ ბავშვები!!!
პრესკონფერენციის დრო: 15 მაისი, 11 საათი
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12-ე კმ. (ახალი ნათების ცენტრალურ საგამოფენო პავილიონი)