მედია ანონსი
10 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნატა კვაჭანტირაძე
877 73 46 86
პროექტის ,,საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა” პრეზენტაცია.
[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 ნოემბერი, 2010 - 15 ნოემბერს, 4 საათზე საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) სასტუმრო რედისონში მართავს პროექტის პრეზენტაციას ,,საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა”.
პროექტი განხორციელდა ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებული იყო BP-სა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების BTC Co, SCP Co , ბანკის HSBC მიერ და რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა (EPF).
საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად დაასრულა ზემოხსენებული პროექტი, რომელშიც განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. ჰელიოსისტემები თუშეთის საოჯახო სასტუმროებისთვის
ჰელიოსისტემები (მზის ფოტოელექტრო და წყალგამაცხელებელი სისტემები) დამონტაჟდა თუშეთში, გომეწრის ხეობის შემდეგ საოჯახო სასტუმროებში:
1. სოფელი დოჭუ- 4 საოჯახო სასტუმრო
2. სოფელი ვერხოვანი- 3 საოჯახო სასტუმრო
სულ 7 საოჯახო სასტუმრო აღიჭურვა ჰელიოსისტემებით
2. ტრეინინგები საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისთვის
1. ტრეინინგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
2. ტრეინინგი თუშეთის ეროვნულ პარკში
ტრეინინგებში მონაწილეობა მიიღო 27 ადამიანმა
3. საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟება
1. ორი საინფორმაციო დაფა ალგეთის ეროვნული პარკში
2. ხუთი საინფორმაციო დაფა და ორი საგზაო ნიშანი თუშეთის დაცულ
ტერიტორიაზე
4. ახალგაზრდა რეინჯერთა ბანაკების ორგანიზება
1. ახალგაზრდა რეინჯერთა ბანაკი ალგეთის ეროვნულ პარკში
2. ახალგაზრდა რეინჯერთა ბანაკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ბანაკში მონაწილეობა მიიღო 49 სკოლის მოსწავლემ.
5. ბეჭდური მასალის დამზადება
1. ფოტოდოკუმენტაცია და პროექტის მიმოხილვა
2. სარეკლამო ბროშურები სასტუმრო სახლებისთვის
ღონისძიებაზე მოწვეულია ეკონომიკის მინისტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი, ექსპო ჯორჯია, საფრანგეთის ბიზნეს საბჭო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ასოციაციის წევრი და პარტნიორი ტურისტული კომპანიები და ასოციაციები (ელკანა, Adjara TA, Guria TA, Abastumani TA, GITOA), Geo Land, დონორი ორგანიზაციები: (EPF, GTZ, SDC, USAID, CHF, AmCham, BP), მედია.
პროექტი ,,საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების მდგრადობის გაზრდა” რეგიონალური ტურიზმის განვითარებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას დაცულ ტერიტორიებზე.