ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროექტის პრეზენტაცია
23/02/2011


მედია ანონსი

23 თებერვალი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მარიამ სპარსიაშვილი
mariamsparsiashvili@gmail.com

[PUBLICITY.GE] თბილისი,  23 თებერვალი, 2011 წელი - 24 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო "Radisson Blu"-ში   (ვარდების მოედანი 1), მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართება საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის  (რეზიდენცია, ქართული საეკლესიო მუზეუმი, კულტურის ცენტრი), პროექტის პრეზენტაცია- საქველმოქმედო ვახშამზე.

საქველმოქმედო ვახშამს დაესწრებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, უმაღლესი სასულიერო და საერო პირები და ბიზნესმენები.

საქველმოქმედო ვახშამზე   შემოწირული თანხა სრულად მოხმარდება აღნიშნული ცენტრის მშენებლობას.

წაკითხულია: 2932