25 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გვანცა კიკალიშვილი,
ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო',
მობ: 599 799 646
ჟურნალისტების დაჯილდოება
კონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა" გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება
26 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' ოფისში (ჭოველიძის ქ.10) გამოქვეყნდება გამარჯვებული კონკურსანტები (საუკეთესო სტატია, სიუჟეტი და მულტიმედია ნამუშევარი) , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა".
კონკურსი ჩატარდა სამ კატეგორიაში:
- საუკეთესო ბეჭდური სტატია ან ბლოგი;
- საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი და/ან რეპორტაჟი;
- საუკეთესო მულტიმედიური ნამუშევარი.
საკონკურსო თემა:
საკონკურსო მასალა უნდა შეეხებოდეს პაციენტების (პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან აივ ინფიცირებულთა და/ან შიდსით დაავადებული) უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობის და სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ სფეროში არსებულ სიტუაციას და პოლიტიკას.
კონკურსში მონაწილეობა თხუთმეტმა ჟურნალისტმა მიიღო, რომლებიც წარმოადგენდნენ, როგორც ტელე ასევე ბეჭდურ მედიას.