17 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
გვანცა კიკალიშვილი
ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო'
მობ: 599 799 646,
ელ.ფოსტა: Gvantsa @osgf.ge,
www.osgf.ge
რა გამოწვევებს გვისახავს სამთავრობო კომისიის მიერ გაცხადებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელი
17 მარტს, ორშაბათს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე "ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პერსპექტივები".
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისსა და რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები, თვითმმართველობის ექსპერტები, მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრები და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურებას 2014 წლის 13 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გაავრცელებულ განცხადებაზე, რომელის თანახმადაც კომისია "მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში".