ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რატომ არ ვჩერდებით ერთ აღმოჩენაზე
07/02/2025

 რატომ არ ვჩერდებით ერთ აღმოჩენაზე


ადამიანებს განვითარებისა და ზრდის ეტაპზე სხვადასხვა ინტერესები და ერთგვარი "გაიდლაინებიც" კი აქვთ, როგორ გადავიდნენ ახალ საფეხურზე, როგორ მოახდინონ ტრანსფორმაცია, როგორ შეიცვალონ ან მიაღწიონ ახალ მიზნებს. ინდივიდუალურია თავად ეს მიდგომაც, რესურსიც, ინსტრუმენტიცა და საშუალებაც. ვიღაცისთვის ეს გზა შეიძლება სულიერების ძიებაა რელიგიასა და სხვადასხვა სწავლებებში, ვიღაცისთვის ხელოვნება, ვიღაცისთვის ფილოსოფიური სწავლებანი, ვიღაცისთვის კონკრეტული მასწავლებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი წყარო, თუმცა ალბათ ყველა გზა, საშუალება და მუშაობა თავისებურად გამართლებული და უნიკალურია, რადგან იგი ეხმარება ადამიანს განვითარდეს, ახალი აღმოაჩინოს საკუთარ თავში და წავიდეს იმ გზისკენ, რომელსაც არასებული სრულყოფიებისკენ ძიება და შეცნობისკენ სწრაფვა ქვია.





დღეს კომუნიკაციების ექსპერტი მაიკო ჩიტაშვილი, მისთვის აღმოჩენილ ასეთ საშუალებაზე და საკუთარი თავისთვის თავადვე შედგენილ აქტივობების კომპლექსსა და იოგაზე გვესაუბრება.


როდის დავიწყე ფიზიკური აქტივობა?

ზუსტად როდიდან - არ მახსოვს. ალბათ, პატარა ასაკიდანვე, როცა მამამ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმაჩვია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კარატეში გვავარჯიშებდა. საკმაოდ ტანსრული ვიყავი, მახსოვს, არც ღამით ჭამაზე ვამბობდი უარს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა, მამას მიერ გაწერილი ფიზიკური აქტივობების განრიგს დილა-საღამოს მივყოლოდი.




იოგა ჩემს ცხოვრებაში მოგვიანებით შემოვიდა, თუმცა თავიდან მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშის დონეზე. სკოლის პერიოდში წიგნებით ვცდილობდი, შემდეგ სადღაც 35 წლის ასაკში იოგის ცენტრს PR კონსალტინგში ვეხმარებოდი და პარალელურად ვვარჯიშობდი კიდეც. თუმცა ეს არ იყო სიღრმისეული გაგება. მაშინ იოგა ჩემთვის მხოლოდ ახალი გამოცდილება იყო, რომელიც დროებით შვებას მაძლევდა და მომენტურად მოქმედებდა.

5-6 წლის წინ კი სრულიად სხვა დონეზე მივუდექი ამას.
ალბათ უფრო სიღრმისეულად გავაცნობიერე, რომ სხეული და სული განუყოფელია. სხეული თავად გვკარნახობს, რაზე უნდა ვიმუშაოთ - სად გვაქვს ე.წ. ბლოკები, რა უნდა დავამუშაოთ, სად უნდა მოვადუნოთ ან გავაძლიეროთ. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი, მისი სურვილები და მიზნები.

დღეს ჩემი ძირითადი სწავლა უკრაინის იოგის ფედერაციაში მიმდინარეობს, სადაც მეხუთე წელია ვსწავლობ ჩემს მასწავლებელ ანა დევიატასთან ერთად. მიხარია, რომ საქართველოში ანა ავრცელებს იმ ღრმა და ფუნდამენტურ სწავლებას, რაზეც ეს ფედერაცია უკვე მრავალი წელია მუშაობს. ამ მხრივ ანა ერთგვარი პიონერიც კია. უცხო ქვეყანაში სწავლების პროცესი მარტივი არ არის, განსაკუთრებით იქ, სადაც სიახლეების მიღება ყოველთვის გამოწვევაა. მაგრამ მისი ძალისხმევა და ცოდნა უდიდეს წვლილს შეიტანს იმ ადამიანების განვითარებაში, ვინც იოგას გზას ადგას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სტუდია "9"-ში, სადაც ვვარჯიშობ, სწავლება მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ ხდება. აქ მუშაობა სულიერ განვითარებასაც მოიცავს, რაც ცვლილებების პროცესს ბევრად ღრმა და ეფექტიანს ხდის.

დღეს, თუ ოდნავ მაინც ვგრძნობ ჩემს განვითარებას, თუ ჩემს გარშემო ადამიანები იცვლებიან - ეს ჩემი მასწავლებლის, ფედერაციის და საკუთარ თავზე მუშაობის დამსახურებაა, რომელსაც არ ვწყვეტ.

შეცვლილი ადამიანი კი სხვებსაც ცვლის გარშემო...



იოგის გარდა, სხვა აქტივობებსაც ვუთმობ დროს. ვარჯიშის გარდა, სხვადასხვა ტიპის ცეკვას ვუთმობ დროს, ვხატავ, ვოკალს ვეუფლები, ვწერ - რაც საოცრად მავსებს და სამსახურისა და ოჯახის მიღმა ვახერხებ ახალი, ჯერ უცნობი მიმართულებებიც გავაცნო საკუთარ თავს.
თუმცა ბუნებრივია დროისა და განვითარების მიხედვით ჩვენი ინტერესები იცვლება. ხან ერთით ვართ დაინტერესებულები, ხან მეორეთი. ამ ეტაპზე რამდენიმე აქტივობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ფიზიკური ვარჯიშების ერთგვარი მენიუ შევუდგინე თავს. 

 იოგა ჰამაკებზე - სხეულის გაწელვას, ბალანსს და შინაგან სიმშვიდეს მიწყობს ხელს.
 ბანჯი ფიტნესი - ენერგიის დახარჯვა, აგრესიის განტვირთვა, კუნთების ტონუსში მოყვანა და კალორიების დაწვა უფროა.
 აუზი და აკვა აერობიკა - ჩემთვის ცალსახად დისციპლინასთან ასოცირდება. დილით ადრე ადგომა და თავის იძულება, რომ ივარჯიშო.
 High heels ცეკვა - მოძრაობების დახვეწა, ქალურობის გააქტიურება, შინაგანი თავისუფლების აღმოჩენაა. ჩემთვის ალბათ ყველაზე სასამოვნო პროცესი სწორედ ესაა, როცა მაღალ ქუსლებზე ცეკვავ.
 SUP Yoga - თანამედროვე იოგის პრაქტიკაა, რომლის დროსაც წყალზე დაფის (SUP board) გამოყენებით ტარდება სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები. თავდაპირველად მეშინოდა, რომ ოდნავ ქარიან ამინდში, წყალზე წონასწორობას ვერ შევინარჩუნებდი, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მოტივაციური გამოცდილება აღმოჩნდა. ბუნებაში ვარჯიში, წყლის სიახლოვე და სხეულის ბალანსის გაძლიერება - ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას გაძლევს!



როგორც ზევით ვთქვი, გზები და რესურსები ყველასთვის სხვადასხვაა. შეიძლება უბრალოდ ფეხით ისერინო და ასე ჩაუღრმავდე სხეულის და სული საჭიროებებს. შესაძლოა ხატავდე და მაშინ მოვიდეს ახალი გაცნობიერება, ან წერდე...ესეც ხომ ინდივიდუალურია.
ბუნებრივია ვარჯიში კარგია, მაგრამ ამ ყველაფრისთვის აუცილებელი არ არის დარბაზში იაროთ ან სადმე თოკებით ეკიდოთ. დღეში სულ რაღაც 5-10 წუთიც საკმარისია: სუნთქვითი ვარჯიში, გაწელვა, მარტივი მოძრაობები - და უკვე  ენერგიით დამუხტული და სხვა განწყობით დაიწყებთ დღეს!


მგონია, ადამიანი არასდროს არ უნდა გაჩერდეს. თუმცა არც მიწაზე დგომა არ უნდა დაავიწყდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ძიების პროცესში  იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, სქესს, შესაძლებლობებს. ყველას აქვს უნარი იპოვოს მისთვის უნიკალური მიდგომა და ის პრაქტიკები რაც მისთვისაა სწორედ საკუთარი იოგა, რაც მას კიდევ უფრო გაზრდის და ახალ სამყაროს აზიარებს. ეს პროცესი კი უსასრულო და უკიდეგანოდ ლამაზია. ისეთივე უსაზღვრო როგორც თავად ადამიანი.


წყარო: GOODLIFE.GE


 


 

წაკითხულია: 536
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge