ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რეგიონული სიახლეების პორტალის - REGIONS.GE - პრეზენტაცია
24/02/2009

მედია ანონსი

24 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

  რეგიონული სიახლეების პორტალის - REGIONS.GE - პრეზენტაცია

შაბათი, 28 თებერვალი, 14:00 საათი -  სასტუმრო ვარაზში " (მის: კოსტავას #45) გაიმართება საქართველოში პირველი ცენტრალიზებული რეგიონული სიახლეების პორტალის - REGIONS.GE - პრეზენტაცია.

REGIONS.GE პირველი რეგიონული სიახლეების პორტალია საქართველოში, რომელზეც ცენტრალიზებულად და სტრუქტურულად არის თავმოყრილი ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, ის შესაძლებლობას ქმნის ამ პროცესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებისათვის, არამედ ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

პარტნიორი რეგიონული გაზეთების საშუალებით,  რომლებიც მედიის აღიარებული სტანდარტების დაცვით მუშაობენ და ქმნიან მაღალი ხარისხის პროფესიონალურ პროდუქციას, პორტალი თავს უყრის ინფორმაციას აჭარიდან (გაზეთი "აჭარა"), გურიიდან ("გურიის მოამბე", "გურიანიუსი"), იმერეთიდან ("ახალი გაზეთი", გაზეთი "P.S."), კახეთიდან ("კახეთის ხმა", "სპექტრი"), სამეგრელოდან ("ეგრისის მაცნე"), სამცხე-ჯავახეთიდან ("სამხრეთის კარიბჭე", "ბორჯომი"), ქვემო ქართლიდან ("რუსთავი") და შიდა ქართლიდან ("ხალხის გაზეთი"). პორტალზე ყველა რეგიონს დათმობილი აქვს საკუთარი უნიკალური გვერდი, რომელიც მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: უახლესი ამბები; პოლიტიკა; ეკონომიკა; საზოგადოება; სამართალი; ხელოვნება; სპორტი; რაიონები; ინტერვიუ სტუმართან, ჟურნალისტური გამოძიება, ჟურნალისტის დღიურები, ფოტო და აუდიო რეპორტაჟები.

გარდა ამისა, თითოეული რეგიონის გვერდზე მოიპოვება ინფორმაცია რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების, საკონფერენციო დარბაზებისა და სასტუმროების შესახებ, რაც პორტალის მიმართ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობით დაინტერესებული პირების ინტერესსაც აკმაყოფილებს.

REGIONS.GE თავისი ხედვითა და საქმიანობით წვლილს შეიტანს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების განვითარებასა და გაღრმავებაში, როგორებიც არის: საქართველოს რეგიონებისადმი ინტერესის გაზრდა სამთავრობო, ბიზნეს თუ არასამთავრობო სექტორებისა და ზოგადად ფართო საზოგადოების მხრიდან; რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა; საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინ მედია საშუალებების განვითარება და  ინტერნეტის მომხმარებლებს შორის მაღალი ხარიხსის ინფორმაციაზე ინტერესისა და მოთხოვნის გაზრდა.

პორტალი შეიქმნა „ფაბლისითი ჯგუფის" ინიციატივითა და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელდარ პირმისაშვილი
REGIONS.GE
პროექტის დირექტორი
ტელ: 893 31 16 35
ელ-ფოსტა: eldar@publicity.ge

თამარ ჯიბუტი
REGIONS.GE
პროექტის კოორდინატორი
ტელ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge


 

 

წაკითხულია: 8903