ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დააჯილდოებს
02/05/2015
 მედია ანონსი
 
რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაში გამარჯვებულებს ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დააჯილდოებს

1-დან 3 მაისის ჩათვლით თბილისში ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეცხრე საეთაშორისო ოლიმპიადა - IYIPO 2015 ტარდება. წელს ოლიმპიადაში 100-ზე მეტი პროექტი და 300 - მდე გამომგონებელი იყო წარმოდგენილი.

ოლიმპიადის საზეიმო გახსნა 1 მაისს, 15:30 საათზე თბილისი მოლში გაიმართა.გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატთან ერთად ქალაქ თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოლიმპიადის დაწყებამდე ნორჩ გამომგონებელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბატონმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ნორჩი გამომგონებლები სამინისტროში მიიღო.

დახურვის საზეიმო ღონისძიება 3 მაისს, 16:00-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. დაჯილდოებას პროექტის მხარდამჭერი ევროკავშირის ელჩი ბატონი იანოშ ჰერმანი დაესწრება და პირველ ადგილზე გასულებს ოქროს მედლითა და პრიზებით დააჯილდოებს. ორგანიზატორებისგან თითოეულ სექციაში გამარჯვებულს სხვადასხვა პრიზი და ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ.

ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება აქვს საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას. სამი დღით თბილისი იქცევა განათლების მეცნიერების, კულტურისა და ინოვაციების ქალაქად, რომელიც პატარა გენიოსებს მასპინძლობს.

 


 
ოლიმპიადის შესახებ:
• ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-9 საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad -iyipo) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO შემდეგ დისციპლინებს მოიცავს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა. ოლიმპიადის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, ევროკავშირი, საქპატენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.წლევანდელ ოლიმპიადაზე მონაწილებას იღებენ სკოლის მოსწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან.

 

წაკითხულია: 3392