მედია ანონსი
11 თებერვალი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნინო სარალიძე
ელფოსტა: info@peritus.ge
15 22 23, მობ: 855 386 786
რეპუტაციაზე ზრუნვა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 თებერვალი, 2011 წელი - სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპი" ახალი, ინოვაციური პროექტის განხორციელებას იწყებს სახელწოდებით „რეპუტაციაზე ზრუნვა". პროექტის მიზანია კომპანიების რეპუტაციის შენარჩუნება, განვითარება და მასზე ზრუნვა.
მომსახურების პაკეტი კომპანიებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მომსახურებების უმრავლესობა 100%-ით ანაზღაურდება. ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ განახორციელონ მათი წარმატებისათვის ისეთი აუცილებელი აქტივობები, როგორიც არის ანალიტიკური კვლევები, მედია დოკუმენტების მომზადება, პირადი პიარ კონსულტაციები, მედია საშუალებებსა და საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის განთავსება, ღონისძიებების დაგეგმვა, და სხვა.
პერიტუს გრუპი სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. პერიტუს გრუპი მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს.
PERITUS.GE-ს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის - www.peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.
PERITUS.GE, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. სპეციალისტები დაინტერესებულ ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს მოუმზადებენ და კონსულტაციებს გაუწევენ.