მედია ანონსი
რკინის თეატრში სეზონი გრძელდება
მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან "რკინის თეატრი" თეატრალებსა და საკუთარ მაყურებლებს მორიგ წარმოედგენებს სთავაზობს.
ეს წარმოდგენებია: "სულ სხვა ოპერა" და "ფერმა".
სულ სხვა ოპერა - მექი-დანას ცნობილი არიის ცოცხალი შესრულება სპექტაკლში - "სულ სხვა ოპერა". (რეჟისორი დავით ანდღულაძე)
ბერტოლტ ბრეხტის "სამგროშიანი ოპერის" მოტივებზე.
მექის-დანას როლში გიორგი ტრაპაიძე.
მუსიკალური ვერსიის ავტორი გოგი ჩლაიძე
(გამოყენებულია კურტ ვაილის მუსიკალური თემა).
მონაწილეობენ: შალვა დევნოზაშვილი, ზაზა თაგოშვილი, გიორგი ტრაპაიძე, კახაბერ ნოზაძე, ნოდარ სიმსივე, ანა ყაულაშვილი, ხატია ბრაჭული, თორნიკე ჩეკურიშვილი, ხატია ბრაჭული, კახა ლოსაბერიძე.
(სპექტაკლში ასევე მონაწილეობას იღებენ თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები)
ბრეხტის სრულიად ახლებური გააზრება და მექი-დანას ცნობილი არიის ცოცხალი შესრულება. ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიები: ქურდები, პოლიციელები, მათხოვრები და ბოზები.
სპექტაკლის ინსტრუმენტირება , მუსიკალური საკრავების ნაცვლად, სხვადასხვა საშუალებით (ვოკალურად, ხმაურებით და ა.შ.) ხდება.
მხოლოდ წარმოდგენის ბოლოს გაიჟღერებს კურტ ვაილის ცნობილი მუსიკალური თემის ინტერპრეტაცია ორ, პრაქტიკულად დაშლილ და „გამოშიგნულ" ფორტეპიანოზე.
სპექტაკლით „სულ სხვა ოპერა" „რკინის თეატრი" 2015 წლის მაისში იმყოფებოდა თურქეთში, ტრაბზონის, შავი ზღვის მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.

ფერმა -ეს სპექტაკლი მოგვითხრობს იმ ბოროტებაზე, რომელიც კაცობრიობას, მსოფლიოს და ადამიანს დანგრევითა და მოსპობით ემუქრება. "და ვინ არის ეს, რომელი იმპერიაა? თუ დავაკონკრეტებთ შეიძლება მივადგეთ ჩვენს ახლო მეზობელს ან შორეულ მეზობელს, აი ესეც, არ უნდა დააკონკრეტო!.."