ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რობოტების ერა – უახლესი მიდგომები ონკო-უროლოგიასა და ნეიროქირურგიაში
22/05/2014

მედია ანონსი

21 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

რობოტების ერა - უახლესი მიდგომები ონკო-უროლოგიასა და ნეიროქირურგიაში

24 მაისს 10:30 საათზე ქ.თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში თურქული ლივ ჰოსპიტალის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: "რობოტების ერა ონკო-უროლოგიაში და თანამედროვე მიდგომები ნეიროქირურგიაში" გაიმართება.

სამედიცინო კონფერენციის მიზანი ქართველი ექიმებისათვის ლივ ჰოსპიტალის უახლესი და უნიკალური ტექნოლოგიები გაცნობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.

სპეციალურად კონფერენციის დღისათვის თბილისს ეწვევა ლივ ჰოსპიტალის ორი პროფესორი: ნეიროქირურგი პროფესორი ჰაკან ორუკაპტანი და ონკო-უროლოგი პროფესორი ჰალუკ აკპინარი.

კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და 100 მდე ქართველი ექიმი დაესწრება.

###

ლივ ჰოსპიტალი ევროპული და ამერიკული სტანდარტების ლიცენზირებული ლიდერი თურქული ჰოსპიტალია, რომელიც უმაღლესი დონის პროფესიონალი ექიმებით არის დაკომპლექტებული, ლივ ჰოსპიტალი სტამბოლში 30.000 კვადრატზე არის განლაგებული, 154 საწოლით, 8 საოპერაციოთი და 50 დეპარტამენტით.

წაკითხულია: 2309