ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე აბრეშუმის გზის ქვეყნების კინემატოგრაფისტთა პრესკონფერენცია გაიმართება
17/09/2010


მედია ანონსი

17 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვი
 

საკონტაქტო პირი
ნანა კვაჭაძე
BIAFF 
marketing@biaff.org
www.biaff.org
858-664 765
893-998272

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე აბრეშუმის გზის ქვეყნების კინემატოგრაფისტთა პრესკონფერენცია გაიმართება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 სექტემბერი, 2010 - საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე აბრეშუმის გზის ქვეყნების კინემატოგრაფისტთა პრესკონფერენცია გაიმართება. კინოფესტივალის ამ სექციაში წელს ფესტივალზე ცხრა ფილმი იყო წარმოდგენილი, ხუთი ირანული ფილმი, სამი ქართული და ერთი ფილმი ინდოეთიდან.

პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართება ცნობილი ავღანელი რეჟისორის, სიდიკ ბარმაკის მასტერკლასი. ბარმაკის ფილმმა - „ოპიუმის ომი", გასულ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის „გრანპრი" მოიპოვა.

48 წლის სიდიკ ბარმაკი ამჟამად ავღანეთის ბავშვთა საგანმანათლებლო მოძრაობის დირექტორია. დაწერი აქვს მრავალი ფილმის სცენარი და ირებს მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც. მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო „ოსამა", რომელმაც მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის კანის კინოფესტივალის პრიზი და ოქროს გლობუსი. ბათუმის კინოფესტივალზე „ოსამა" ხვალ, საღამოს 8 საათზე იქნება ნაჩვენები.

დღეს კი, 18:30 წუთზე საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებლებს ამერიკის საელჩო უმანსპინძლებს. საელჩოს ხელშეწყობით ფესტივალზე ხუთი ამერიკული ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის ჯიმ ჯარმუშის 2009 წლის ფილმი - „კონტროლის ლიმიტი."

 

წაკითხულია: 2165