19/10/2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ვოლის სამყარო ქართველი ბავშვებისათვის
საბავშვო შემეცნებითი ჟურნალის პრეზენტაცია
20 ოქტომბერს, 13:00 საათზე, #1 საჯარო სკოლაში (რუსთაველის გამზ. #10) გაიმართება ახალი ქართულენოვანი საბავშვო ჟურნალ-ენციკლოპედია “ვოლის სამყაროს” ოფიციალური პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების სამინისტროსა და თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე, რომლის დროსაც სტუმრებს წარუდგენენ ჟურნალის კონცეფციას და საინფორმაციო კლიპებს, გაიმართება სახალისო გათამაშება-კონკურსი პატარა ბავშვებისათვის. ღონისძიებას წარუძღვება ”იმედის დილის” წამყვანი ზაალ წულუკიძე.
ჟურნალი არის 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ენციკლოპედია. “ვოლის სამყაროს” გამომცემელია ბრიტანული კომპანია GeFabbri Eiditions, ხოლო საქართველოში მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორია სააგენტო “პლანეტა”. პერიოდული პუბლიკაციები, რომელთაც ეკუთვნის ”ვოლის სამყარო” გამოდიან სათითაოდ რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთ დიდ წიგნს. იგი იბეჭდება წიგნის ფურცლებზე და მასში ვერ შეხვდებით რეკლამას. ამასთან, ”ვოლის სამყაროს” გააჩნია ფიქსირებული დანომვრის სისტემა.
GeFabbri გაერთიანებული სამეფოში სერიული პუბლიკაციების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც გამოსცემს უმაღლესი კლასის პუბლიკაციებს საერთაშორისო ბაზრებისთვისაც. მას გააჩნია საუკეთესო მაჩვნებლები ახალი ბრენდების ჩართვისა საგამომცემლო ინდუსტრიის დინამიკურ სექტორში. GeFabbri თავის სერიულ პუბლიკაციებს წარმატებით მოსცემს შემდეგ ქვეყნებში: გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, სინგაპური, მალტა, მალაიზია, საფრანგეთი, ბელგია, იაპონია, შვეიცარია, კვებეკი, უნგრეთი, გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ლათინო ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ფინლანდია, შვედეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, რუსეთი, ჩინეთი და სხვა.
###
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
საკონტაქრო პირი: მაია ტაკაშვილი
საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”, მედია მენეჯერი
ტელ: 995452, 988344
ელ.ფოსტა: info@gepra.ge