ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საბანკო და საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა ბიზნეს კლიმატზე
31/07/2012

მედია ანონსი

31 ივლისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" ,
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი,
ტელ: +995 95 221 999;
ელ ფოსტა:
Anuka@osgf.ge;
http://www.osgf.ge/

საბანკო და საგადასახადო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა ბიზნეს კლიმატზე

ანგარიშის პრეზენტაცია და დისკუსია

31 ივლისს, სამშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" (თამარ მეფის დარბაზი) გაიმართება ახალი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც,  ბოლო დროს საბანკო და საგადასახადო  სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს მოიცავს.

ანგარიშში მიმოხილულია  2011 წლის ბოლოს და 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო, საგადასახადო და მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი  ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის ფუნქციონირებაზე და საბანკო ინსტიტუტების საქმიანობაზე.  ანალიზი განახორციელა ანალიტიკური ცენტრის „ეკონომეტრის" წარმომადგენელმა რევაზ საყევარიშვილმა, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საბანკო, საფინანსო და სადაზღვევო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

###

წაკითხულია: 2362